ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუცილებელი პირობაა საინტერესო და ნაყოფიერი გაკვეთილის ჩასატარებლად. ამისთვის კი მნიშვნელოვანია პედაგოგი კარგად ფლობდეს კომპიუტერს,შეეძლოს მისი ეფექტური გამოყენება.
ჩვენი საუკუნე ტექნოლოგიების უსწრაფესი ტემპით განვითარების ხანაა. ყოველდღიურად იხვეწება და ფართოვდება მისი გამოყენების მეთოდები.ამდენად,მნიშვნელოვანია პერიოდულად ტრენინგების გავლა,რათა არ ჩამოვრჩეთ დროს,გავიმდიდროთ ცოდნა და მრავალფეროვანი გავხადოთ გაკვეთილი ახალ-ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ტრენინგმოდული: "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში",ქალბატონ დიანა მიქაძის ხელმძღვანელობით.
ტრენინგის პირველივე დღეს გავეცანი ელექტრონულ წიგნს, ვისწავლე მასში ჩემთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება.შემდეგ დღეებში კი შევისწავლე შეფასების რუბრიკის დამზადება MS Word-ში,ელ.ცხრილების შედგენა MS Excel-ში, Power Point-ში მუშაობა, პროექტის დაგეგმვა ისტ-ის გამოყენებით,ბლოგის შექმნა.
დიდი იმედი მაქვს,რომ შესწავლილ მასალას წარმატებით გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში,ვიმუშავებ ბავშვებთან არჩეულ თემასთან დაკავშირებით,რაც უფრო სახალისოს გახდის სწავლის პროცესს.
მინდა,ჩემი პატივისცემა გამოვხატო და უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს,ქ-ნ დიანას,რომელმაც პროფესიონალურად,მოთმინებითა და მონდომებით შეგვასწავლა აღნიშული საკითხები.
No comments:
Post a Comment